ვინ იქნება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში? 

15 ივლისი 2020, 18:17 332 ნახვა

2020-ზეც  „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იქნება. აი ვინ იქნება სიის პირველი ნომერი და იქნება თუ არა ის ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით უცნობია, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სიაზე მუშაობენ და გუნდში ამ თემაზე კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. ოპოზიციაში სიაზე საუბრისას სიძულვილის ენის აქტუალორაბზე ამახვილებენ ყურადღებას და ფიქრობენ, რომ ირაკლი კობახიძის შერჩევა ამ არგუმენტს ამყარებს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დანიშვნა მათთვის უპირატესობის მომტანია, რადგან მას ძლიერ კონკურენტად არ აღიქვამენ. მმართველ გუნდში კი აქცენტს აკეთებენ, რომ პროგრამა სამომავლო გეგმებზე იქნება აგებული და სიძულვილის ენა მათთვის პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში