შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე - პარლამენტი ცვლილებებს განიხილავს

14 ივლისი 2020, 12:10 1193 ნახვა

მიეცემა თუ არა უფლება მთავრობა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებები გააგრძელოს  წლის ბოლომდე, პარლამენტის დღევანდელ  გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. კანონპროექტს დღეს  პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. საკმარისი ხმების შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.  

ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. უმცირესობაში ამ ინიციატივას ''ანტისახელმწიფოებრივს'' უწოდებენ, მმართველ გუნდში  კი ცვლილებებს   კორონავირუსის მეორე ტალღის ეფექტურად მართვის შესაძლებლობით ხსნიან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში