გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპატრამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება

03 ივლისი 2020, 14:08 1398 ნახვა

ზუსტად 18 საათზე ბათუმის აეროპორტში დაეშვება თვითმფრინავი, რომელშიც ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა იმყოფება. წითელი ცირკულარით 7 წლის განმავლობაში ძებნილი ჭაკუას ქართულ მართლმსაჯულებას გერმანული მხარე გადმოსცემს.

საქართველოს პროკურატურაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. 

დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია. ის ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა. ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმრების წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში