ზღვის წყალის ტემპერატურა 24 გრადუსია - დასვენების დღეებში ბათუმში მზიანი ამინდი იქნება 

02 ივლისი 2020, 10:20 1513 ნახვა

უქმე დღეებში შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

შაბათ-კვირას სანაპირო ზოლში, ისევე როგორც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამინდს განსაზღვრავს ანტიციკლონური სიტუაციის შექმნის ზემოქმედება, რომლის გავლენითაც მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში +34, +39 გრადუსამდე დაცხება, სანაპირო კურორტებზე კი +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, გურიის მთიან ზონასა და მთიან დასახლებებში იქროლებს აღმოსავლეთის ცხელი ფიონი, ზოგან 17-22 მეტრ წამამდე.

ზღვის წყლის ტემპერატურა კომფორტულია და 24 გრადუსია.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი