სპორტსმენების საქმე - ფირუზ წულუკიძე პროკურატურაში დაიბარეს

01 ივლისი 2020, 11:09 708 ნახვა

ბათუმელი სპორტსმენის რეზო წულუკიძის ძმა პროკურატურაში დაიბარეს.ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ იმ განცხადებების გამო არის დაბარებული, რომელიც მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

წულუკიძემ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და თორნიკე რიჟვაძის მამა, საარჩევნოდ დახმარების სანაცვლოდ, მას და მის ოჯახს გარიგებას სთავაზობდა.

შეთანხმება არ შედგა და პოლიტიკური მოტივით ორი პირი, მისი ძმა რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს სამართალდამცავებმა. ორივე ბრალდებულის საქმის სასამართლო არსებითად განხილვას დღეს 15 საათზე დაიწყებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში