ქობულეთში მოიჯარეებს პლაჟების ნაწილი დროებით პირდაპირი წესით გადაეცემათ

30 ივნისი 2020, 14:57 4690 ნახვა

ქობულეთის მერის განცხადებით, იმისათვის, რომ მოსახლეობამ ეკონომიკური სარგებელი ნახოს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის პლაჟები, უსასყიდლოდ გადაეცემათ, თუმცა კონკრეტული ვადების დაცვით. მირიან ქათამაძის ინიციატივა საკრებულომ დაამტკიცა.

აშეღავათო პერიოდი პირველი ივლისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს ეხება.

როგორც მირიან ქათამაძემ განაცხადა, გასულ წლებში იჯარიდან მიღებული შემოსავლები დაითვალეს და მოიჯარეებისთვის მსგავსი ტიპის დახმარების გაწევა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.  

ქობულეთის მერის ინიციატივა ოპოზიციას არ მოეწონა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებით, წელს ტურისტული სეზონი ჩავარდება და მოსახლეობა ამ შეღავათით ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს. 

მერმა სხდომაზე განაცხადა, რომ მოქალაქეების განცხადებები უპირობოდ არ დაკმაყოფილდება, სადაც არამიზანშეწონილი იქნება ტურისტული ობიექტის განთავსება, განმცხადებელს უარს ეტყვიან. 

მირიან ქათამაძემ საკრებულოსგან ნებართვა მოითხოვა, რომ აღნიშნული ტერიტორიები დაინტერესებულ პირებს პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცეთ. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში