აჭარაში ყველა ახალგაზრდა მეზღვაურის პროფესიაზე ოცნებობს - თორნიკე რიჟვაძე

29 ივნისი 2020, 15:35 1031 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მეზღვაურებს მიმართა და  თქვა, რომ ბათუმში ახალგაზრდების დიდი ნაწილი მეზღვაურობაზე ოცნებობს. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მეზღვაურებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში ისინი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იმუშავებენ. 

''ყველა მეზღვაურს მინდა მივულოცო მეზღვაურთა საერთშორისო დღე. ჩვენთვის საამაყოა, როგორც საზღვაო სფეროს განვითარება ამ რეგიონში, ასევე ის, რომ ახალგაზრდები მეზღვაურის ამ ვაჟკაცურ და საამაყო პროფესიას ირჩევენ.

ჩვენ, საქართველოს მთავრობასთან ერთად გავაგრძელებთ ყველა ინიციატივის მხარდაჭერას, როგორიც არის კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილი და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის გაძლიერების ნაწილი. დარწმუნებული ვარ ყველა ერთად შევძლებთ, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს.

მინდა მოგილოცოთ ეს დღე და გისურვოთ მშვიდობიანი ნაოსნობა'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი