კიდევ ერთი ახალი ტაძარი ბათუმში

28 ივნისი 2020, 12:52 1364 ნახვა

წმინდა ეფრემ ასურის სახელობის ახალი ეკლესია აკურთხეს ბათუმში. რურუას ქუჩის 3 ნომერში მშენებლობას საფუძველი 8 წლის წინ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ლოცვა კურთხევით ჩაეყარა, ტაძრის მშენებლობის ინიციატორები კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ. სამშენებლო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობაც. ახლადგახსნილ ეკლესიაში პირველი მსახურება მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა.ამიერიდან კი წირვას წმინდა ეფრემ ასურის სახელობის ტაძარში დეკანოზი სერგი რუხაძე აღავლენს. ეკლესიის კურთხევის შემდეგ მიტროპოლიტმა ინიციატივის ავტორებს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. 
 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში