დახურული პროცესი 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ყველა ბრალდებულის პატიმრობის ითხოვს

28 ივნისი 2020, 12:05 176 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დილიდან მსჯელობს. სხდომა დახურულია.

რამდენიმე ადვოკატმა, რომლებმაც მედიასთან კომენტარი გააკეტეს ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და საქმის მასალებით მათი ბრალეულობა არ დასტურდება. პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს სამი მუხლით ედავება: ჯგუფური ძალადობის ორგანოზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო  არღკვეთას.

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე პროკურატურამ გუშინ 7 წუთიანი ვიდეო მასალა და განცხადება გაავრცელა. კადრები რამდენიმე ადგილიდან სხვადასხვა კამერითაა გადაღებული. მასალაში ჩანს, როგორ მიდის გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად თბილისის მიმართულებით მაგისტრალზე, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, თბილისიდან ჩასული პირები მათ ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

უწყების განცხადებაში კი წერია, რომ მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი. ამ დრომდე უცნობია - ვინ და რა მდგომარეობაში ნახა 19 წლის გიორგი შაქარაშვილი უკანასკნელად. ახალგაზრდა ფეხბურთელი 18 ივნისის ღამეს ისე გაუჩინარდა, რომ დეტალები ამ დრომდე გამოძიებისთვისაც უცნობია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში