ლეგენადარული უნგრელი წყალბურთელი ბენედეკ ტიბორი გარდაიცვალა

19 ივნისი 2020, 20:50 1528 ნახვა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 47 წლის ასაკში ლეგენადარული უნგრელი წყალბურთელი ბენედეკ ტიბორი გარდაიცვალა. 

ბენედეკ ტიბორი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ზედზედ სამჯერ – 2000, 2004 და 2008 წლებში გახდა. ის ასევე 2003 წლის მსოფლიოსა და 1997 წლის ევროპის ჩემპიონია. 2013-2016 წლებში ტიბორი უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელი იყო.

ლეგენდარულ წყალბურთელის ხსოვნას, ბუდაპეშტში პატივი ასობით თანამემამულემ მიაგო. საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ სპორტსმენის გარდაცვალების გამო, უნგრელ კოლეგებს სამძიმრის წერილი გაუგზავნეს და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში