პუტინის მოკავშირე ივანიშვილი - 13 კონგრესმენის ანგარიში

14 ივნისი 2020, 20:08 1804 ნახვა

''ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ“ - ამ ფრაზას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის წერილში ვკითხულობთ.

რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ მომზადებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის და მისი მოკავშირეების შესაჩერებლად აუცილებელ ღონისძიებებზე.  რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მის დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩართულ ლიდერებზეც უნდა გავრცელდეს - წერენ კონგრესმენები.  სანქცირების კონტექსტში ბიძინა ივანიშვილი ნახსენებია რუს ოლიგარქთან - ვლადიმერ იევტუშენკოვთან და უკრაინაში პრორუს ოლიგარქთან - ვიქტორ მედვედჩუკთან ერთად.  საქართველოში უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი და გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ არ შეაფერხოს დემოკრატიული პროცესები და უპირობოდ მიიღოს დემოკრატიული არჩევნების შედეგები.

მმართველი გუნდის წევრებმა 13 ამერიკელი კონგრესმენის წერილში მსგავსი რამ ვერ ამოიკითხეს. იუსტიციის მინისტრმა  გზავნილს არასერიოზული და სასაცილო უწოდა, ბიძინა ივანიშვილზე კი განაცხადა, რომ ის არის ქვეყანაში სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის კი დოკუმენტს არანაირი პოლიტიკური ძალა არ აქვს. როგორ მიიღეს გზავნილი საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში