გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას მოუწოდოს გადატრიალებისკენ - პრემიერი

05 ივნისი 2020, 17:20 1617 ნახვა

გიორგი გახარია პოლიტიკურ ოპონენტებს ისევ აკრიტიკებს. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე ოპოზიციის მიერ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დანიშნვის შესახებ, ასევე ცალკეული ოპოზიციური ლიდერების რევოლუციის მოწოდების შესახებ პრემიერ-მინისტი ილუზიას უწოდებს.

„ბევრი არის რაღაც ილუზიებში, ბევრს გონია, რომ რაღაც გადატრიალების მოწყობა, საერთოდ ერთ რაიმეს გეტყვით ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილის მომგვრელი. ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთებს ქონდათ ილუზია, გავიგე რომ ვიღაცეებს უნდათ თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა, ეს თავიდანვე იყო ნათქვამი. შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არვის არ აძლევს იმის უფლებას, რომ მოუწოდოს ვინმეს მოუწოდოს კი არა და ოცნებობდეს რაღაც რევოლუციებზე და გადატრიალებებზე. ერთხელ და სამუდამოდ ეს ჩვენ უნდა დავივიწყოთ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები, ეს ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს იმას, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ურნა არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

ყველამ ერთი რამ გაითვალისწინოს, ამ ქვეყნას აფასებენ არა პარტიებით, არამედ იმ წარმატებით და იმ ქმედებებით, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ეს უნდა გვახსოვდეს და ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოვეკიდოთ იმას რასაც ვამბობთ" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი