საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდა

03 ივნისი 2020, 16:39 446 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებულები ბრალს აღიარებენ. თურქეთის ერთი მოქალაქე საქართველოში თავშესაფარს ითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით, სხვა ბრალდებულებიც აპირებენ ოფიციალურად თავშესაფრის მოთხოვნას.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად რვა პირის შემთხვევაში 10 000-ს, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ. 

რა მოტივით შემოვიდნენ დაკავებულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე უცნობია.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ აღნიშნულმა პირებმა საზღვარი 2019 წლის დეკემბერში გადმოკვეთეს, თუმცა რა გზებით შემოვიდნენ უცნობია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში