 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს, ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ფერმერების დახმარება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოხდება.
ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
"პროგრამის მიმართ უპრეცენდენტოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერები (გლეხები) პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ. სპეციალური პროგრამა ავტომატურად ითიშება, როგორც კი პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ამოწურულია"- განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ამავე პროგრამით გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            