აეროპორტები ფრენების აღსადგენად ემზადებიან

02 ივნისი 2020, 19:07 1473 ნახვა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანია "ტავ ჯორჯიამ“ მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გაიდლაინებით გათვალისწინებული, ყველა საჭირო მოთხოვნა გაითვალისწინა.

შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის სიცხის გაზომვა მოხდება. სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის.

მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს და იმ შემთხვევაში თუ, მგზავრს არ დაუფიქსირდება "Covid-19"-ის დამახასიათებელი სიმპტომები, დაშვებული იქნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციის და ასევე შემდგომი პროცედურების დროსაც მგზავრებს მოუწევთ დაიცვან 1,5 მეტრის დისტანცია. ფრენის დროს აუცილებელი მოთხოვნა იქნება პირბადის ტარება.

ჩაფრენის შემდეგაც მგზავრებს აეროპორტშიც მოუწევთ თერმოსკრინინგის გავლა და სოციალურ დისტანცირების დაცვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი