"დამოუკიდებელი დეპუტატები" ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძე იბარებენ

02 ივნისი 2020, 18:29 220 ნახვა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სხვალ ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში  დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე დაიბარეს. ლევან კობერიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მივა, ის კანონს დაარღვევს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მინისტრი კომიტეტზე არ ცხადდება, ვალდებულია გამოუცხადებლობის მიზეზი ფრაქციას კომიტეტამდე ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობოს და მისი მოსმენის სხვა თარიღი შეათანხმოს. როგორც ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, ხვალ მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მისვლას არ გეგმავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი