დახურული ტიპის საზოგადოებრივ კვების ობიექტებს სპეციალისტები ამოწმებენ

02 ივნისი 2020, 13:50 1516 ნახვა

დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს ახორციელებენ. ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, ეცნობიან კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას.

რეკომენდაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული.

დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს ან გამოიყენონ დროებითი დამცავი ბარიერი. მაგიდასთან  მაქსიმუმ 6 მომხმარებელი უნდა იჯდეს. ასევე დახურულ სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. მოხდება დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი. კაფე-რესტორნების შესასვლელში აუცილებელია დეზობარიერების განთავსება, სალაროსთან კი დამონტაჟებული უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერი.

დახურული ტიპის კვების ობიექტები მუშაობას ახალი კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით, 8 ივნისიდან შეძლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში