''შეუსაბამო მოთხოვნები“-  პასუხი  ულტიმატუმზე 

31 მაისი 2020, 15:13 1376 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე მილორავას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს. გიგა ჩხარტიშვილი მის მოთხოვნას კანონთან შეუსაბამოს უწოდებს. ამბობს, რომ სხდომა, რომ ჩანიშნოს მინიმუმ  ბორდის 2 წევრის მოთხოვნაა საჭირო, რაც არ არსებობს. ალექსანდრე მილორავამ მრჩეველთა საბჭოს და მის თავმჯდომარეს ულტიმატუმი დღეს წაუყენა.

მან გიგა ჩხარტიშვილს მოუწოდა ხვალ 12  საათამდე მოიწვიოს სხდომა და დააყენოს მაუწყებლის დირექტორის  იმპიჩმენტის საკითხი. ორგანიზაცია ‘'მე მიყვარს ბათუმის“ წევრი ამ მოთხოვნით უკვე მესამე დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს. ის ასევე მოითხოვს მაუწყებლიდან გაშვებული თანამშრომლები დააბრუნონ პოზიციებზე.  დღეს მოშიმშილეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსებმა შეამოწმეს.

მათი თქმით, შიმშილობის ნიადაგზე ალექსანდრე მილორავას საერთო სისუტე აღენიშნება. დღესვე მილორავა გადაცემა „მთავარი აჭარაში“ ემზარ პაქსაძის ინტერვიუსაც გამოეხმაურა. თქვა, რომ ის გიორგი კოხრეიძის პასუხიმგებლობას არ უნდა ინაწილებდეს. ამ განცხადებას მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა არ უპასუხა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში