ეროვნული ლიგის სეზონი 25 ივნისს განახლდება

29 მაისი 2020, 16:42 1946 ნახვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე ფეხბურთელებს კორონავირუსზე პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ.

სავარჯიშო პროცესი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება.  მატჩების განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ.

მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება. სეზონის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, ეცნობა ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა კლუბს.

საწყის ეტაპზე სეზონის განახლება ეხება მხოლოდ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში