აჭარაში 254 პირის ტესტის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია

28 მაისი 2020, 14:35 335 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებული 254 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. რეგიონის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ჯამში, აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით არცერთი მოქალაქე არ მკურნალობს.

რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი