მსჯელობა ჯარიმებზე

27 მაისი 2020, 20:25 1038 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმება, პრემიერმა დღეს, გამორიცხა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 9 ათასმა ადამიანმა დაარღვია, დაკისრებული ჯარიმების გაუქმება კი ამ ბერკეტის გაუფასურებას გამოიწვევს. თუმცა აღნიშნა ისიც, რომ  გარკვეული ჯარიმები მომავალში გადაიხედება. პრემიერი დღეს ოთარ  ფარცხალაძის თემასაც შეეხო, მისი თქმით ყოფილი პროკურორი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები დაარღვია, დაჯარიმდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი