ქვეყანაში არ გაჩერებულა არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი - გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:10 243 ნახვა

ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია. მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში 65 000 კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ შემთხვევას, როდესაც ეს საწარმოები ან ეს სამუშაო ადგილები გამხდარიყვნენ ინფექციის წყარო, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით ეტაპობრივად, აბსოლუტურად პრაგმატულად და გვესმოდა, რომ რისკების შეზღუდვის თვალსაზრისით იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც გვქონდა გადაკეტილი იმის გამო კი არა, რომ იქიდან ინფექცია არ გამოსულიყო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა ადგილობრივი მუშახელი და იქ ინფექცია არ შესულიყო. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის გაჩერებაზე, საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, რომელიც იყო ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. საქართველოში არ ყოფილა არცერთ დღეს მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ კონტროლის ქვეშ გვყავს ეპიდემია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში