ჩამოეწერებათ თუ არა მოქალაქეებს ჯარიმები? პარლამენტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა

27 მაისი 2020, 12:23 1714 ნახვა

„ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც მოქალაქეებისთვის 3000 - ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს.  პარტიის ერთ-ერთმა წევრის, სერგი კაპანაძის  განცხადებით, ჯამში მოქალაქეებისთვის 25 მილიონზე მეტი ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი. მათ ჯარიმების გაუქმების თაობაზე მთავრობას წინა კვირას მიმართეს, თუმცა,  რეაგირება არ ყოფილა, ამიტომ ინიციატივა პარლამენტში კანონპროექტის სახით დაარეგისტრირეს. სერგი კაპანაძე მოქალაქეთა დაჯარიმების შერჩევითობაზე საუბრობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში