ინდოეთიდან დღეს საქართველოს 15 მოქალაქე დაბრუნდება

27 მაისი 2020, 10:20 1322 ნახვა

საქართველოს მოქალაქეები დღეს ინდოეთიდან დაბრუნდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთის ავიახაზები სამშობლოში საქართველოს 15 მოქალაქეს ჩამოიყვანს. გარდა ამისა ბორტზე იმყოფება აზერბაიჯანის 18 მოქალაქეც.

დელი-თბილისი-დელის ავიარეისი საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით დაინიშნა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, დახმარება გაეწია ტაილანდში მყოფ საქართველოს 24 მოქალაქეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში