ბათუმელ ფეხბურთელს ფრანჩესკო ტოტის აკადემია კონტრაქტს სთავაზობს

25 მაისი 2020, 13:25 9788 ნახვა

ახალგაზრდა ბათუმელი ფეხბურთელი გიორგი გვიანიძე, ფრანჩესკო ტოტის აკადემიასთან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა ამის შესახებ გადაცემა ‘’რადიოვიზიაში’’ ისაუბრა.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი აკადემია ბათუმელ სპორტსმენს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

კონტაქტის გაფორმებამდე მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი.

გიორგი გვიანიძეს ასევე თურქული, გერმანული და სხვა იტალიური აკადემიებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ტოტის აკადემიაზე შეაჩერა. 

ამ დროისთვის საყრდენი ნახევარმცელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში თამაშობს. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში