თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო უწყებაში მივიდა

25 მაისი 2020, 12:16 1151 ნახვა

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში დღეს უნდა მივიდეს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. კონსულტაციების შესახებ კომენტარები მოგვიანებით გაკეთდება.  როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში