ნებით დათმობილი უფლებები

24 მაისი 2020, 20:05 437 ნახვა

81 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე, პარლამენტის გვერდის ავლით რიგი შეზღუდვები დააწესოს.  კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მიზეზად კი, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელა. კანონს ხელი იმავე დღეს მოაწერა პრეზიდენტმაც. ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს. გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები კი,  რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია. კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა და 15 ივლისის შემდეგ გაუქმდება.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი