ეკა ბესელია: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებები არაკონსტიტუციურია

20 მაისი 2020, 15:12 239 ნახვა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის“ შესახებ კანონში არაკონსტიტუციურია, რადგან ამით მთავრობას შესაძლებლობა შეექმნება, შეუზღუდოს მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, როგორიცაა მაგალითად გადაადგილების უფლება. ეკა ბესელიას თქმით, ასეთი ინიციატივა  სახიფათოა, რომელიც თავისი შინაარსით დაასუსტებს პარლამენტს და წაართმევს მას ფუნქციებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში