აჭარაში ''გირჩის'' მაჟორიტარები კანდიდატურებს არ მოსხნიან

29 სექტემბერი 2016, 00:00 3598 ნახვა

გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში არ ხსნიან კანდიდატურებს და საარჩევნო მარათონს არ ეთიშებიან - გადაწყვეტილება ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებით რეგიონულ ორგანიზაციაში ამ დილით მიიღეს. პარტიიდან აჭარაში 3 მაჟორიტარობის კანდიდატია, აქედან 2 უმაღლეს საბჭოში ერთი კი პარლამენტში იყრის კენჭს. გუშინ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკი  ”გირჩის” 16-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში