181 საქართველოს მოქალაქე დღეს სპეცრეისით ამსტერდამიდან დაბრუნდება

15 მაისი 2020, 13:34 1321 ნახვა

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ამსტერდამიდან განხორციელდება. ამ რეისით საქართველოში 181 პირი დაბრუნდება, მათი უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-დან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან.  15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 ათას 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 11 ათას 46 მოქალაქე.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 

18 მაისი - ლარნაკა-თბილისი;

20 მაისი - ათენი-თბილისი;

22 მაისი - რომი-თბილისი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი