Covideo- ბათუმის საავტორო კინოს  საერთაშორისო ფესტივალს ახალი სექცია დაემატა

14 მაისი 2020, 12:25 2026 ნახვა

Covideo- ბათუმის საავტორო კინოს  საერთაშორისო ფესტივალს ახალი სექცია დაემატა. ფესტივალის ორგანიზატორები, პროფესიონალ კინორეჟისორებსა და მოყვარულებს, საშუალებას აძლევენ იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო ფირზე გადაიტანონ.  მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება უკვე დაწყებულია და  1 აგვისტომდე გაგრძელდება.  10 აგვისტოს კი  ჟიური 20 ფილმს შეარჩევს.

ფილმი  გადაღებული უნდა იყოს მიმდინარე  წლის მარტი- ივნისის პერიოდში, ქრონომეტრაჟი კი 1 -დან 5 წუთს უნდა აკმაყოფილებდეს. ბათუმი საავტორო ფილმების 15- საერთაშორისო ფესტივალს 13-დან 20- სექტემბერის  ჩათვლით უმასპინძლებს. კინოფესტივალზე  მხატვრულ დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან საკონკურსო ფილმებს აჩვენებენ, ასევე წარმოდგენილი იქნება არასაკონკურსო ფილმებიც და ახალი სექცია. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასების გამართვაც.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი