''სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო'' - კარლ ჰარცელი

09 მაისი 2020, 11:42 1462 ნახვა

პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც  9 მაისთან, ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ევროკავშირის ელჩის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ გამოწვევასთან გამკლავება მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით შეძლო.

კარლ ჰარცელი  აღნიშნავს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. ელჩის თქმით, მას სურს თანაგრძნობა გამოხატოს მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია. ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირმა მოახერხა ერთნახევარი  მილიარდი ლარის მობილიზება, რათა დახმარებოდა საქართველოს კრიზისების დაძლევაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში