ქობულეთში ბლოკ-პოსტების დემონტაჟი მიმდინარეობს

08 მაისი 2020, 11:38 1952 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში ამ წუთებში ბლოკ-პოსტების სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობის მხრივ არსებული შეზღუდვები სოფლებში უკვე მოიხსნა.

​"დღეიდან უკვე იხსნება ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში საკარანტინე რეჟიმი. უკვე მიმდინარეობს საგუშაგოების დემონტაჟი. 12 აპრილიდან მოქმედებს ეს რეჟიმი და მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ ამ შეზღუდვებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეპიდსიტუაციის მართვაში. 12 აპრილიდან მოყოლებული საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა განხორციელებული, გამოკვლეულიa 570- ზე მეტი კონტაქტი და კონტაქტების კონტაქტი. 520 ანალიზი იქნა ჩატარებული, თერმოსკრინინგი  ჩაუტარდა 33 788 ადამიანს. შესაბამისად სრულად არის განხორციელებული კლასტერების დინამიკის ანალიზი და დღევანდელი სიტუცია გვაძლევს სრულად იმ მატერიალურ და ფორმალურ საფუძველს, რომ ჩვენ დღიდან მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების მოხსნაზე. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ უკვე მე-2 საინკუპაციო პერიოდი მთავრდება პირველი კოვიდინფექციის აღმოჩენის დღიდან. შესაბამისად ახალი შემთხვევები უკვე 1 კვირაზე მეტია, როგორც ჩაკეტილ სოფლებში, ასევე ქობულეთში, ქალაქში არ გვაქვს. შესაბამისად გვყავს 10-ზე მეტი გამოჯანმრთელებული და ეს დინამიკა ჩვენ მიგვითითებს იმაზე, რომ ამ დროისათვის შეზღუდვები შეიძლება მოიხსნას, სრულად მოიხსნას ამ 4 ადმინისტრაციულ ერთეულში"-განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის მერის განმარტებით, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა ძალაში რჩება საგანგებო სიტუაციის განსაზღვრული რეგულაციები. განსაკუთრებით სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვის აუცილებლობა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა მოქალაქეს რომ დაიცვან ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენლების რეკომენდაციები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში