მართლმსაჯულების სისტემის კრიტიკა და შემცირებული რეიტინგი - „FREEDOM HOUSE“-ს ანგარიში 

06 მაისი 2020, 20:03 319 ნახვა

ფრიდომჰაუსის ანგარიშში ასახულ სტატისტიკას საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს. „ქართლი ოცნების“ გუნდისთვის შენიშვნები წინააღმდეგობაში მოდის იმ შეფასებებთან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან დაიმსახურა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის რეფორმა განახორციელა, რომელიც ისევ გრძელდება. საკანონმდებლო ნორგანოში ბოიკოტით გამოწვეულ ხარვეზებზე კი უმრავლესობის წევრები პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ. სადაც ამბობენ, რომ ანგარიშში ზუსტად არის ასახული ის პრობლემები, რომელიც ქვეყანას აქვს. დოკუმენტში იმ ხარვეზებზეცაა საუბარი, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე სასამართლო სისტემაში გამოიკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი ამბობენ, რომ ასეთი უარყოფითი შეფასება საქართველოს ბოლო წლებში ფრიდომ ჰაუსისგან არ მიუღია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი