ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაქეზებაზე - შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2025, 15:37 82 ნახვა

ცხადი ხდება, რომ წინა ადმინისტრაციების მიერ ნასაზრდოებ რადიკალიზმის იდეოლოგიას ამერიკაში სათავეს უკეტავენ და ამ იდეოლოგიის საცეცების დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ის ადმინისტრაციას და უარი თქვას რადიკალიზმის წაქეზებაზე“.

„რას გვეუბნება პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკული რადიკალური ჯგუფის, „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და მისი დაფინანსების სქემებზე გამოძიების დაწყება? ცხადი ხდება, რომ წინა ადმინისტრაციების მიერ ნასაზრდოებ რადიკალიზმის იდეოლოგიას ამერიკაში სათავეს უკეტავენ და ამ იდეოლოგიის საცეცების დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება. ეს გამოფხიზლება იმის აღიარების შედეგია, რომ რადიკალიზმი შეუქცევადია და მისი საბოლოო გაჩერება ტერორიზმია.

რადიკალიზმის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს. დემოკრატიის გადარჩენა არა რადიკალიზმის დათმენაში, არამედ მის აღკვეთაშია, რადგან დღევანდელი რადიკალიზმი ხვალ ტერორიზმად მოგვევლინება. ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ის ადმინისტრაციას და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე, დაფინანსებაზე და დაუბრუნდეს ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რადგან რადიკალიზმის ქართან მოთამაშეები ადრე თუ გვიან ტერორიზმის ქარიშხალს იმკიან“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი