იგეგმება ფარმაცევტების და სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება - ამირან გამყრელიძე 

05 მაისი 2020, 20:37 6787 ნახვა

თანდათანობით ქვეყანაში ტესტირების არელი ფართოვდება, რის შემდეგაც ფარმაცევტების, სტომატოლოგების, სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება მოხდება - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

„რაღაც ეტაპზე, როდესაც ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩატარდება ფარმაცევტების, სტომატოლოგების, სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება. საქართველოში ფარმაცევტების რაოდენობა დაახლოებით 8000-ს აღწევს და საპილოტე პროექტი დიდი ალბათობით აჭარაში განხორციელდება, სადაც კარგი ლაბორატორიული სიმძლავრეები გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ტესტირება უნდა იყოს მიზნობრივი." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით უკვე უკვე იტესტებიან ყველა ცხელების კლინიკის თანამშრომლები, კარანტინიდან გამომსვლელი პირები, მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი მომვლელები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი