"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მთელი აჭარის სამედიცინო პერსონალს"- ამირან გამყრელიძე 

27 აპრილი 2020, 21:23 7316 ნახვა

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მთელი აჭარის სამედიცინო პერსონალს, კოვიდთან ბრძოლისთვის, -  ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მთელი აჭარის სამედიცინო პერსონალს, რომ ასე შრომობთ კოვიდთან ბრძოლაში მთელი ქვეყნის მაშტაბით "- აცხადებს ამირან გამყრელიძე 

მისივე ინფორმაციით აჭარაში ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს და ჩატარებულია დაახლობით 3 000 ტესტი. 

"კარგია ძალიან, რო ჩვენს სიმძლავრეებს ლაბორატორიული კვლებით, კიდევ უფრო ვუმატებთ აჭარაში. 33 ავადმყოფია აჭარაში, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობაზე, ნაწილი, იცით რომ უკვე გამოჯანმრთელდა" - ამირან გამყრელიძე

ასევე ამბობს და ხარისხიანად აფასებს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიას, რომელმაც სულ რამოდენიმე დღეა დაიწყო ფუნქციონირება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი