საქართველოს 11 რეგიონიდან კორონავირუსი ამ ეტაპზე მხოლოდ ორში არ დაფიქსირებულა.
ამ დრომდე ჩატარებული სკრინინგისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგად, COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი არ ყოფილა გურიასა და კახეთში.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, შემთხვევა ასევე არ იყო დაფიქსირებული სამცხე-ჯავახეთშიც, თუმცა 19 აპრილს ვირუსი დაბა ახალდაბაში 30 წლამდე პირს დაუდასტურდა.
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა.
რაც შეეხება საქართველოში დაფიქსირებულ პირველ შემთხვევას, ის ირანში მოგზაურობას უკავშირდება და 26 თებერვალს გამოვლინდა.