ამ წელს ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი - სალომე ზურაბიშვილი

09 აპრილი 2020, 18:50 430 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ის წელს აღდგომის წირვას ვერ დაესწრება, რადგან ქვეყანაში სხვა ვითარებაა და ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს წესი და კანონი.

"3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე არ მახსოვს არცერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენი ოჯახის ტრადიცია და  ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება. თუმცა, ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს და საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს ვერ მისცემს. ჩვენ, ამაში დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად ვილოცებთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ის იქნება ჩვენი, ასევე ჩვენი რწმენის გამარჯვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი