მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა - სალომე ზურაბიშვილი

09 აპრილი 2020, 18:36 325 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის არ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი იქ ვერ მივიდოდა.

მისივე განმარტებით მთელი საზოგადოება დღეს 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით, რადგან ვართ კარანტინის რეჟიმში.

„დღეს 9 აპრილია. ესაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, რომ არ გავიხსენოთ. ამავე დროს, დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით.

ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება, არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდევაც სახლში უფრო გავიაზროთ, რაც ნიშნავს ეს დღეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოსთვის თუ რამდენად მძიმე და ამავე დროს სიმბოლური დღე არის დღეს“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი