პირველად 31 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ხალხმრავლობა არ არის

09 აპრილი 2020, 10:31 1095 ნახვა

პირველად 31 წლის შემდეგ, კომენდანტის საათის და კორონავირუსის გამო, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ხალხმრავლობა არაა. მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე იმყოფებოდა, რომელბმაც ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

ამ დღეს მემორიალს მთავრობის, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით ამკობდნენ და სანთლებს ანთებდნენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან  31 წელი შესრულდა. 1989 წლის ამ დღეს  გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს,  დაიღუპა 21 ადამიანი.

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში