ევროპარლამენტი​ მედპერსონალისთვის უფასო სადილს მოამზადებს და შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობს

08 აპრილი 2020, 18:58 2720 ნახვა

Covid 19- ის გავრცელების გამო, ევროპარლამენტის, ბრიუსელის ოფისი უსახლკაროებს დაეთმობა. ასევე, სამედიცინო პერსონალისა და სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისთვის. სამზარეულოები ათასობით ულუფა სადილს მოამზადებენ. 

"გადავწყვიტეთ, ჩვენი შენობის ნაწილი ხელმისაწვდომი გახდეს უსახლკაროებისა და საზოგადოების შედარებით მოწყვლადი ფენებისთვის, ჯანდაცვის სფეროში შექმნილი სერიოზული სიტუაციის დროს“, - განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ დევიდ სასოლიმ.

"ამის გარდა ჩვენს სამზარეულოებში მომზადდება დღეში 1000-ზე მეტი კერძი გაჭირვებულთათვის, ასევე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისათვის, რათა მათ სამუშაოს შესრულებაში დავეხმაროთ“, - აღნიშნა სასოლიმ ტვითერზე გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში