რონალდინიომ ციხე დატოვა, მას უკვე ციხის ტურნირის გამარჯვებულის სტატუსიც აქვს

08 აპრილი 2020, 10:30 793 ნახვა

ლეგენდარული ბრაზილილელი ფეხბურთელი - რონალდინიო ერთვიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. 

ესპანური მედიის ინფორმაციით 1,3 მილიონი დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ, რონალდინიომ და მისმა ძმამ საპატიმრო დატოვეს. ისინი ასუნსიონის ერთ-ერთ სასტუმროში შინაპატიმრობაში რჩებიან. 

ძმები ასუნისონის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც პარაგვაიში შესვლას ყალბი პასპორტებით ცდილობდნენ. 

პირველი დაკავების დროს, რონალდინიო მალევე გაათავისუფლეს, თუმცა გენერალური პროკურორის მოთხოვნით ციხეში მალევე დააბრუნეს.

ბოლოს სასამართლომ კი რონალდინიოს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ პერიოდში ფეხბურთელმა მოასწრო ციხის ტურნირის გათამაშებაში ჩართვა. მისი გუნდი გამარჯვებულიც გახდა. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში