საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულ სექტორს უფასო კომერციულ სარეკლამო დროს გამოუყოფს

07 აპრილი 2020, 10:30 1068 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულ სექტორს უფასო კომერციულ სარეკლამო დროს გამოუყოფს, რომლებსაც აქვთ ადგილზე მიტანის მომსახურება.

საქართველოს მაშტაბით ახალი კორონავირუსის (covid-19) გავრცელების შედეგად გამოწყვეული კარანტინის პერიოდში, საქართველოს პირველი არხის ინიციატივას უერთდება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიზნეს სექტორის დახმარებასთან დაკავშირებით. იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ადგილზე მიტანის მომსახურება, მაუწყებელი უფასო კომერციულ სარეკლამო დროს გამოუყოფს.

 კომერციული რეკლამა განთავსდება ,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64 (1)-ე მუხლის შესაბამისად. ამ ინიციატივით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაეხმარება კომერციულ სექტორს, რომელსაც ვირუსის გავრცელების შედეგად რთულ პირობებში უწევს მუშაობა, პარალელურად წაახალისებს მოქალაქეებს. დარჩნენ სახლში და ყველა შესაძლო დისტანციური სერვისის შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიის მეშვეობით მიიღონ.

იხილეთ ბრძანება აქ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი