შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

25 სექტემბერი 2016, 00:00 3854 ნახვა

შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 47 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ამავე კატეგორიაში