მეორე სემესტრი არ ჩავარდება - განათლების მინისტრი

06 აპრილი 2020, 12:33 2386 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის თქმით, მეორე სემესტრი შედგება და სასწავლო წელი არ ჩავარდება. მისი თქმით,  ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც საქართველოს ონლაინ სწავლების სისტემა საუკეთესოდ არის შეფასებული.

''დეტალურად არის განხილული ამ სფეროში გატარებული ყველა ღონისძიება. განსაკუთრებით არის გამოყოფილი მნიშვნელოვანი პროექტი ტელესკოლა, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა. ეს პროექტი არის განკუთვნილი ყველასთვის, აქვთ თუ არა მათ ინტერნეტი, რადგან პირველი არხის ეთერში გადის. 

სკოლები ასევე იყენებენ, პროგრამებს, რომლებიც ონლაინრეჟიმში სწავლებისთვის არის განკუთვნილი. ეს ყველაფერი საშუალება გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი შედგება და არ ჩავარდება'' - განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი