 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 170 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 36 პირი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია - 5067, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - 330. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            