საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა

04 აპრილი 2020, 19:50 1939 ნახვა

საქართველოში კორინავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი განიკურნა, სულ 31 -ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, კლინიკა უკვე დატოვა. ისინი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

ამ დროის მონაცემები კი ასეთია: ქვეყანაში 157 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია ერთი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში - 5526, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  კი 344 მოქალაქე რჩება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში