მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 232 ფაქტი გამოვლინდა - გარემო

04 აპრილი 2020, 10:59 1384 ნახვა

გარემოსდამცველებმა მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 232 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 118 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 34 ფაქტი, აჭარაში - 20, ქვემო ქართლში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 13, შიდა ქართლში - 12, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში - 3-3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს - თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 244 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში