„დარჩი სახლში“ -საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი

03 აპრილი 2020, 18:01 783 ნახვა

საყოველთაო კარანტინის და ე.წ. კომენდანტის საათის სამი ღამი განმავლობაში 1200-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა. აკრძალვებისა და შესაბამისი უწყებების მოწოდების მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი სახლში არ რჩება და მაინც აგრძელებს შეკრებას, გამოდის გარეთ კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ და არ იცავს მანქანით გადაადგილებისას დაწესებულ შეზღუდვებს.

ძალოვანი უწყებები მოუწოდებენ მოქალაქეებს მეტი სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინონ მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი